ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს დასავლური არჩევანი - ნატო და ევროკავშირი

პროგრამის აღწერა

პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას ნატოსა და ევროკავშირის დაარსებისა და გაფართოების, ორგანიზაციების მიზნებისა და ამოცანების შესახებ. ასევე, კურსის ხელმძღვანელი ყურადღებას გავამახვილებს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის აღნიშნულ სტრუქტურებში ინტეგრაცია.

ცალკე მიმართულებად გამოიყოფა ანტი დასავლური პროპაგანდა, დეზინფორმაცია და მასთან გამკლავების ისეთი საშუალებები, როგორებიცაა მედიაწიგნერება და კრიტიკული აზროვნება.

პროგრამის ცხრილი

  • პარასკევი 15:00 - 16:00

პროგრამის ავტორზე

თემურ სუყაშვილი

მოხალისე მასწავლებელი

თემურ სუყაშვილი კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამართალმცოდნე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიური კვლევების მაგისტრი გახლავთ. 2013 წლიდან მუშაობს სკოლაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან და გახლავთ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლში.