ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(არა)ნორმალური ადამიანები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები

პროგრამის აღწერა

მინი-პროგრამის ფარლებში მოსწავლეები გაეცნობიან ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს და იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე როგორიცაა მიზნისაკენ სწრაფვა, ადამიანის უფლებების დაცვა, იუმორი და სხვა საინტერესო თემები. 

კონკრეტულად:

- ჯუმბერ ლეჟავა და ადამიანის შესაძლებლობები;

- კობი ბრაიანტი და შრომითი ეთიკა;

- ანა პოლიტკოვსკაია და ნამდვილი ჟურნალისტიკა;

- ნოდარ დუმბაძე და ტრაგიზმი.

პროგრამის ცხრილი

  • ოთხშაბათი 17:00 - 18:00

პროგრამის ავტორზე

გიორგი ჭანტურია

მოხალისე მასწავლებელი

გიორგი ჭანტურია 2019 წლიდან ასწავლის სამოქალაქო განათლებას კერძო სკოლა ქორალში და თბილისის 71-ე საჯარო სკოლაში. ფლობს მაგისტრის ხარისხს ორგანიზაციული განვითარებისა და კონსულტირების ასევე კულტურის კვლევების მიმართულებით. 2012 წელს მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი მალმოს უნივერსიტეტში, ადამიანის უფლებების მიმართულებით. 2016 წლიდან შეუერთდა და 2018 წლიდან ხელმძღვანელობს განათლების კოალიციას. არის რამდენიმე კვლევის ავტორი ასევე ინტერნეტგაზეთ www.mastsavlebeli.ge -ს ავტორი. 2018 წელს მოპოვებული აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდია. 2019 წლიდან არის ჟურნალი „სკოლის მართვა“ სარედაქციო ჯგუფის წევრი.