ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლიტერატურული დიალოგი

პროგრამის აღწერა

მოსწავლეების ქართული და უცხოური ლიტერატურის მრავალსახოვნებაში გარკვევა, მსგავსი და ერთმანეთისაგან განსხვავებული  შემოქმედებითი ინდივიდუალობების გამოვლენა,  წიგნიერების უნარების განვითარების ხელშეწყობა, წაკითხულის სიღრმისეულად განცდა, ზნეობრივი ღირებულებების ჩამოყალიბება.

პროგრამის ცხრილი

  • სამშაბათი 14:00 - 15:00
  • ხუთშაბათი 14:30 - 15:30

პროგრამის ავტორზე

მადონა ფოჩხუა

მოხალისე მასწავლებელი

მადონა ფოჩხუამ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაასრულა და სწავლა იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის ასპირანტურის განყოფილებაში პედაგოგიკის თეორიისა და ისტორიის განხრით განაგრძო. წლების განმავლობაში თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტის ქართული ენის კათედრაზე და კოლეჯში მუშაობდა. თანამშრობლობს გამოცდების ეროვნულ ცენტრთან, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის გამსწორებელი. გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი და აქტიურად არის ჩართული სკოლისა და სკოლის გარეთ აქტივობებში.