მოხალისეების ეროვნული სიის შედგენა იწყება

04/12/2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოხალისეების ეროვნული სიის შედგენას იწყებს.


თუ გიფიქრიათ საგანგებო სიტუაციის დროს განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანების უანგარო დახმარებაზე, გსურთ ჩაერთოთ გარემოს დაცვით სამუშაოებში და მოახმაროთ თქვენი შესაძლებლობები ადამიანების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების გადარჩენას, შენ შეგიძლია შემოუერთდე სამოქალაქო ძალას.


ხშირია შემთხვები, როცა საგანგებო სიტუაცების დროს დამატებითი ძალის მობილიზება ხდება საჭირო. ასეთ მომენტებში საქმეში სწორედ საქართველოს მოხალისეები ჩაერთვებიან, რომლებიც წინასწარ გაივლიან სპეციალურ სწავლებას.
ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, ყოფილა შემთხვევები, როცა მოხალისეთა ჩართულობამ სახანძრო-სამაშველო და აღდგენით სამუშაოებში, განსაკუთრებული როლი ითამაშა.


მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს მოხალისეების ეროვნული სია, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეების სწრაფ მობილიზებას. გარდა ამისა, მოხალისეები, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, უფრო ეფექტურად და ორგანიზებულად შეძლებენ სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლას.


იმ ტერიტორიულ ერთეულებში, რომლებიც დიდი მანძილით არის დაშორებული სახანძრო - სამაშველო დეპოსგან, მოხალისეთა ეროვნულ სიაში დარეგისტრირებულ მოხალისეთაგან გამოიყოფიან სპეციალიზებული მოხალისეები. საგანგებო სიტუაციის დროს, სპეციალიზებული მოხალეების უზრუნველყოფენ პირველადი/გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელებას.


მოხალისეთა ჩართულობა სახანძრო-სამაშველო სამუშაოებში აპრობირებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. მეხანძრე-მაშველების უმრავლესობა მოხალისეა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, კანადაში და ა.შ.