ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჩვენი მისია

„მოხალისე მასწავლებელი“ - გიმნაზია „შავნაბადას“ ინიცირებული პროექტია, რომლის ანალოგი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არ მოიძებნება. პროექტის მიზანი საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე, სასკოლო საზოგადოების გაერთიანება და მომავალი თაობებისთვის ხელმისაწვდომი ონლაინ განათლების შესაძლებლობის მიცემაა.
• ვინ არის „მოხალისე მასწავლებელი“?
ადამიანი, რომელიც მზად არის ონლაინ პლატფორმის მეშვეობით თავისი ცოდნა და გამოცდილება უსასყიდლოდ გაუზიაროს მომავალ თაობას.
• ვის შეუძლია გახდეს „მოხალისე მასწავლებელი"?
საქართველოს მასშტაბით არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს, ლექტორებს...
• როგორ ჩაერთვებიან მოსწავლეები პროგრამაში?
„მოხალისე მასწავლებლის" პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია. ამისთვის საჭიროა მოსწავლე დარეგისტრირდეს და აირჩიოს სასურველი პროგრამა.